Wednesday, November 26, 2014

კოკერ სპანიელი

კოკერ სპანიელი-ძაღლის ჯიში. კოკერ სპანიელი წარმოადგენს ძაღლის იმ ჯიშს,რომელიც 2 სახეობას აერთიანებს: ამერიკულ კოკერ სპანიელსა და ინგლისურ კოკერ სპანიელს. წარმომავლობა არის ინგლისი.  ამერიკული კოკერსპანიელის ფერი არის: თეთრი, შავი, ყავისფერი,                                           ჩალისფერი, ნაცრისფერი, წითური. ცოცხლობს 12-15 წელი
  ინგლისური კოკერ სპანიელი არის: ჩალისფერი, წითური,                                                                                              შავ-ყავისფერი, შავ-თეთრი, ღვიძლისფერ-თეთრი,  ნარინჯისფერ-თეთრი, სამფეროვანი (ფერფლისფერი, თეთრი   და შავი).
ბეწვის ტიპი:  ამერიკული კოკერი: საშუალო სიგრძის, სქელი
ინგლისური კოკერ სპანიელი: გრძელი, მბზინვარე,                                                                                                     აბრეშუმისებრი
სიმაღლე:  ამერიკული კოკერ სპანიელი: ხვადი – 37-39 სმ; ძუ – 34-37 სმ.
ინგლისური კოკერ სპანიელიხვადი – 39-41 სმ; ძუ – 38-39 სმ.
წონა:ამერიკული კოკერ სპანიელი: 11 – 14 კგ.
ინგლისური  კოკერსპანიელი.





ამერიკული კოკერ სპანიელი.



ავსტრალიური ნაგაზი

ავსტრალიური ნაგაზი არის ძაღლის ჯიში,რომელიც გამოიყვანეს ავსტრალიაში XX საუკუნეში.ამ ძაღლის წინაპრები არიან ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან ჩამოყვანილი ძაღლები. ამ ჯიშს არ იცნობს ბევრი ადამიანი მაგრამ ნელ-ნელა იძენენ პოპულარობას თავისი თვისებებით. ამ ძაღლების დანიშნულებქა თავიდანვე ცხვრების მწყემსვა იყო. ეს ძაღლი ძალიან თბილი და მოსიყვარულეა მაგრამ თავის საქმესაც აკეთებს. აქვს ძალიან ხშირი და ზომიერად უხეში ბალანი,რომელსაც დიდი მოვლა სჭირდება.



ლაბრადორ რეტრივერი

აბრადორ რეტრივერი-ძაღლის ჯიში. ამ ძაღლის სამშობლო არის ნიუფაუნდლენდი.
1800 წელს ინგლისელმა მეზღვაურმა ლაბრადორ რეტრივერი დიდ ბრიტანეთში ჩამოიყვანა.  ძაღლები,რომლებსაც ჰქონდათ წავის მაგვარი კუდი მეთევზეებს ეხმარებოდნენ ნაპირზე ბადის ამოთრევაში. ერთ-ერთი მეთევზის ძაღლმა გაწუწა გრაფი მამსბერი და თან წაიბურტყუნა ,,ლაბრადორი". ასეთივე სახელით მან ის მოიხსენია ერთ-ერთ წერილშიც.მას მოიხსენიებენ,როგორც მონადირე ძაღლს.
ლაბრადორ რეტრივერი სხვა ძაღლებთან შედარებით ზომით არის დიდი,ძლიერი და მძიდრო აღნაგობის. მამალი საშუალოდ იწონის 30–36 კილოგრამს,დედალი კი 25-32 კგ-ს.ამ ძაღლის სიმაღლე არის დაახლოებით:55-57 სმ. აღსანიშნავია,რომ ამჯერად მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია ყვითელი ელფერის მქონე ლაბრადორები.