Wednesday, December 10, 2014

პომერანული შპიცი

პომერანული შპიცი-  ეს არის ძაღლის ერთ-ერთი ჯიში,რომელიც გამოიყვანეს   გერმანიაში.
ძაღლის ჯიში:                                                    პომერანიული შპიცი.
სხვა სახელი:                                                      გერმანული შპიცი, ჯუჯა შპიცი, პომი.                                                                                                                                                   
მეტსახელი:                                                          პომპომი, პომი.
წარმომავლობა:                                                 გერმანია .
ფერი:      თეთრი, შავი, ყავისფერი, კრემისფერი, წითური,                                                                                                                  ნარინჯისფერი, ნაცრისფერი.
სიმაღლე:                                                               ფინური შპიცი არის 13– 28 სმ.
წონა:                                                                         1,9 – 3,5 კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:                     12 – 16 წელი.

არმოშობის ისტორია:      დღევანდელი პომერანიული შპიცის ჯიშის წინამორბედები იყვნენ არქტიკის რეგიონების დიდი მუშა ძაღლები. ეს ძაღლები ცნობილნი იყვნენ შპიცის ტიპის ძაღლებად, რაც გერმანულად ნიშნავს ”მკვეთრ წერტილს”. ამ ტერმინს თავდაპირველად იყენებდა გრაფი ებერჰარდ ცუ ზაინი მე-16 საუკუნეში და იგი აღნიშნავდა ძაღლის ცხვირსა და დრუნჩს. მიჩნეულია, რომ პომერანიული შპიცი წარმოიშვა გერმანული შპიცისაგან.
            ძაღლის ამ ჯიშმა თავისი სახელი მიიღო იმ ტერიტორიისაგან, რომელსაც პომერანია ეწოდება და იგი მდებარეობს ჩრდილოეთ პოლონეთსა და გერმანიაში, ბალტიის ზღვის გასწვრივ.
           ადრეული ჩანაწერები პომერანიული შპიცის ჯიშის შესახებ მოიპოვება 1764 წლის 2 ნოემბრიდან, ჯეიმს ბოსველის დღიურში, სახელწოდებით ”Boswell on the Grand Tour: Germany and Switzerland“. დღიურში აღნიშნულია: ”ფრანგ კაცს ჰყავდა პომერანიული შპიცი, სახელად პომერი, რომელიც მას ძლიერ უყვარდა”. პომერანიული შპიცისა და მგლის შეჯვარებით მიღებული შთამომავლობა, რომელიც გამოიყვანა ლონდონელმა ცხოველებით მოვაჭრემ, განხილულია თომას პენანტის წიგნში ”A Tour in Scotland from 1769”.
         ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ორმა წევრმა დიდი გავლენა იქონია ძაღლის ამ ჯიშის ევოლუციაზე. 1767 წელს, დედოფალმა შარლოტამ,ინგლისის მეფის – ჯორჯ მესამის მეუღლემ ინგლისში ჩამოიყვანა  ორი პომერანიული შპიცი. ეს ძაღლები, სახელად ფები და მერკური სერ თომას გეინსბოროს ნახატებში იქნენ უკვდავყოფილნი. სურათებში ასახული ძაღლი იყო უფრო დიდი, ვიდრე თანამედროვე პომერანიული შპიცი. გადმოცემით, იგი იწონიდა დაახლოებით 14 – 23 კგ-ს, თუმცა ჰქონდა თანამედროვე პომერანიული შპიცისათვის დამახასიათებელი სქელი ბეწვი, დაცქვეტილი ყურები და ზურგზე დახვეული კუდი.